გიორგი მუსხელიშვილი და ნოდარ ტურძელაძე ვაკის მაცხოვრებლებს შეხვდნენ

ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, ვაკის #02 ოლქის  მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი მუსხელიშვილთან ერთად, რაიონში მიმდინარე და დასრულებულ  სამუშაოებს გაეცნო.

„ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის 43-ში სავარჯიშო ფიტნეს ზონა ეწყობა. მოედანზე 10 ტრენაჟორი დამონტაჟდა, ტერიტორიაზე ასევე უკვე მოწყობილია ფანჩატური. ბაგების II კორპუსის მიმდებარედ კი ახალი სკვერი გაკეთდა“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.

რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამას, აბაშიძის 41-ში მრავალბინიანი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ნოდარ ტურძელაძე და გიორგი მუსხელიშვილი აღნიშნული  კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდნენ და  მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები