„პირველის“ მწარმოებელი ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ბრალდებებს პასუხობს: არავინ ცდილობს უკანონოდ გამდიდრებას

სიგარეტ „პირველის“ მწარმოებელი ორგანიზაციის „თბილისი თამბაქოს“ გენერალური დირექტორი ზვიად მუკბანიანი ბრალდებებს, რომ უფილტრო სიგარეტის მწარმოებელი ორგანიზაციები არაკეთილსინდისერი გზებით ცდილობენ გამდიდრებას, უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორგანიზაციას ბიუჯეტში კანონმდებლობის გათვალისწინებით შეაქვს თანხა.
„გავრცელდა არასწორი, გაუგებარი ინფორმაცია, რომ ჩვენ რაღაც კორუფციულ გარიგებებში ვართ შესული და არაკეთილსინდისიერ ბიზნესს ვაწარმოებთ და ა.შ.. მინდა განვმარტო, რომ ეს არის არასწორი ინფორმაცია. ისტორიულად, უფილტრო სიგარეტი   საქართველოში დაახლოებით საშუალოდ იკავებდა ბაზრის 15%-ს, ამ ტიპის სიგარეტების მომხმარებლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ეკონომიური მიზეზების გამო არ შეუძლიათ შეწყდნენ უფრო მაღალი სეგმენტის სიგარეტებს. ძირითადად ორი მსხვილი  ქართული კომპანია ვართ,  რომლებიც ქვეყანაში თამბაქოს პროდუქციას  ვაწარმოებთ, ჩვენ ვასაქმებთ საქართველოს ასეულობით მოქალაქეს ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში და რაც მთავარია ვცდილობთ ჩვენს ქვეყანას შვუნარჩუნოთ თექნოლოგიური კადრები, რომლებიც ჩვენდა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძალიან მწირედაა შემორჩენილი. არავინ არ ცდილობს უკანონოდ გამდიდრებას ან რაიმე მსგავის ქმედების ჩატარებას ეს არის ჩვეულებრივი მიწოდება-მიღების პროცესი -როდესაც ბაზარზე არის მოთხოვნა შედარები უფრო იაფფასიანი უფილტრო თამბაქოს ნაწარმზე და ჩვენ ვახერხებთ ამ ნაწარმის მიწოდებას მომხმარებლისთვის, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანხებს ვიხდით”, – განაცხადა ზვიად მუკბანიანმა.
ეკონომისტების ნაწილი მთავრობას აქციზის შესახებ კანონის შეცვლისკენ მოუწოდებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ხარვეზმა, რომელიც სიგარეტის აქციზის საფასურს არეგულირებს, ქვეყნის ბიუჯეტი ბოლო 9 თვეში 50 მილიონით აზარალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები