გიორგი მუსხელიშვილმა ვაკის რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი წევრი გიორგი მუსხელიშვილი და ამავე რაიონის გამგებელი ნოდარ ტორძელაძე რაიონში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

მაჟორიტარმა და გამგებელმა ჭავჭავაძის გამზირზე N43-ში მოწყობილი სავარჯიშო ზონა, აბაშიძის ქ.N41-ში მრავალსართულიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები და ბაგების მეორე კორპუსის მიმდებარედ განახლებული სკვერი დაათვალიერეს.

ამასთანავე, გიორგი მუსხელიშვილი და ნოდარ ტურძელაძე აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდნენ და რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები