გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

გორში, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაცია დასრულდა.  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც 70-იან წლებში  აშენდა.

პროექტის ფარგლებში  მთლიანად მოწესრიგდა სამხატვრო სკოლის ექსტერიერი, ძველი ქვის ფილების ნაცვლად დამონტაჟდა ახალი და  პირვანდელი სახით აღდგა  კიბის საფეხურები.

დასრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. მინისტრმა სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს  განახლებულ გარემოში  სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა.

სკოლის რეაბილიტაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ მომხდარა, შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სასწავლო პროცესს საფრთხეს უქმნიდა. რეაბილიტირებულ სკოლაში  180 მოსწავლეს შესაბამისი განათლების მისაღებად კომფორტული და უსაფრთხო გარემო შეექმნათ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 000 ლარზე მეტით დაფინანსდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები