„ქართული ოცნება“ თამაზ ჟორჟოლიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თამაზ ჟორჟოლიანის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრის, თამაზ ჟორჟოლიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ.

თამაზ ჟორჟოლიანის სახით ქვეყანამ საზოგადოების ღირსეული წევრი დაკარგა. სამძიმარს ვუცხადებთ თამაზ ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებსა და მეგობრებს“,- ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები