თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია ”თელასის ცნობით, ისნის და სამგორის რაიონებში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, აეროდრომის დასახლების, ლაკოუბნის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუსინიანის, ბოდბის, იალბუზის, იორის და სამასი არაგველის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 14:00 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ჯანელიძის და გეთიას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის, პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კუტუზოვის, გამრეკელის და მიცკევიჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანი (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, V მიკრორაიონების, მუხიანის, იაკობის და წყაროთუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები