ჩუღურეთის რაიონში გამწვანების აქცია ჩატარდა

ჩუღურეთის რაიონში, საშემოდგომო რგვების ფარგლებში გრანელის, ჩიტაიასა და ნორიოს ქუჩებზე მდებარე სკვერებში კიპარისის, ოლიანდრას, ალუბლის, ვაშლისა და ბროწეულის ხე-მცენარეები დაირგო.

აქციაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა გიორგი ვოლსკიმ და რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ,  თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვლმა დედაქალაქის მერიისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გამწვანების ღონისძიება ჩუღურეთის რაიონის გამგებელის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით მოეწყო.

მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრისას, ძირითადი მოთხოვნა იყო მეტი სიმწვანე მათ უბნებში.

“ჩვენი უპირველესი ამოცანა ქალაქზე და ჩვენს თანამოქალაქეებზე ზრუნვაა, აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მოსახლეობის აზრს, რათა შევქმნათ უკეთესი, ეკოლოგიურად ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო. დღევანდელი გამწვანების აქციაც სწორედ ჩვენი რაიონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები