11 ნოემბერს სპორტის სასახლეში არნახული შოუ გაიმართება – UFO თბილისში ჩამოსასვლელად ემზადება (ფოტო, ვიდეო)

მოსკოვის სახელმწიფო ცირკი , განსკუთრებული პროგრამით „UFO”, ტურნეს ფარგლებში – ბაქო, თბილისი, სტაბული, უკვე ბაქოშია. 90 არტისტისგან დაკომპლექტებული დასი 4 ნოემბრის წარმოდგენის თვის ემზადება. გალაქტიკური პეიზაჟები , კოსმოსური ფრენები და არა ამქვეყნიური სილამაზე – რომელსაც, ძმები „ზაპაშნების“ მსოფლიოში აღიარებული პროგრამა „UFO” ეწოდება, ბაქოს მოსახლეობას 2, 45 წუთის განმავლობაში გააკვირვებს. 4 ნოემბრის შემდეგ კი ისინი საქართველოსკენ აიღებენ გეზს და 7 ნოემბერს თბილისს ეწვევიან. მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი მსახიობებით და ჟონგლიორებით დაკომპლეკტებული დასი პროექტით- „UFO” – 11 ნოემბრისთვის დაგეგმილი ჩვენებისთვის დაიწყებს მზადებას. „UFO“ – ეს არის ფანტასტიური საცირკო შოუ, სპექტაკლის სიუჟეტი, რომელიც ვითარდება კომოსური თეფშის ბორტზე, ხომალსდის დაუპატიჟებელი სტუმარია , უცხოპლანეტელი რომელიც დედამიწას ევლინება. ამ ფანტასტიური საცირკო შოუსგან მაყურებლებს ელით თავგადასავლები , ფრენა კოსმოსური ხომალდით და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე მოგზაურობა, ასევე ცირკის სივრცეში, შეხვედრა საიდუმლოებით მოცულ არსებებთან. საცირკო ნომრები წარმოდგენილი არის არა ადამიანური შესაძლებლობების ზღვარზე, რომელსაც წარმოადგენენ აკრობატები, გიმნასტები, ჯონგლიორები, კლოუნები და სხვა არტისტები. შოუში, გამოყენებულია საავტორო მუსიკა, თანამედროვე განათების და ლაზერული ინსტალაცების სისტემები, გახმოვანების და ვიდეოს ახალი ტექნოლოგიები, ქმნიან ღრმა პლანეტური ნიმუშების სივრცის შეგრძნებას. მხოლოდ ერთი დღით, 11 ნოემბერს სპორტის სასახლეში ქართველ მაყურებელს ჯერ არნახული შოუ ელის. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სპორტის სასახლის სალაროში და საიტებზე: bileti.ge; tkt.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები