„ქორთიარდ მერიოტში“ ტყეებზე ენერგეტიკული ზეწოლის შემცირებასა და ეკონომიკური პოტენციალის ათვისების შესაძლებლობების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ტყეებზე ენერგეტიკული ზეწოლის შემცირებასა და ეკონომიკური პოტენციალის ათვისების შესაძლებლობების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მიმართა.
მხარეებმა სათბობი რესურსების დეფიციტის აღმოფხვრაზე, ტყეების ხანძრისშემდგომ რისკებსა და ეკოსისტემების აღდგენის შესაძლებლობებზე, ასევე კრწანისის ტყეპარკის განვითარებასა და მისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელეს. შეხვედრა „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში – ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს ბუნებრივი ტყეების და მათი უნიკალური ლანდშაფტური და სახეობრივი მრავალფეროვნების მდგრად მართვასა და ტყეზე ზეწოლის შემცირებაზეც იმსჯელეს. განვითარებული კურორტები და რეკრეაციული ზონები ხელს შეუწყობს ხარისხიანი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნას.
შეხვედრა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები