დაღუპულია 8 უდანაშაულო მოქალაქე – ტერაქტი ავღანეთში

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას, 8 უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 20 მათგანი კი დაშავდა. საწვავის ტანკერის აფეთქება, წებოვანი ბომბის შედეგი იყო, აფეთქების შემდეგ კი, ტერორისტებმა ცეცხლი სამგზავრო ავტობუსს გაუხსნეს. ვაჰიდის პროვინციის გუბერნატორის სპიკერმა განაცხადა, რომ ავტობუსი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მიემგზავრებოდა. მომხდარი ტერაქტი ბალკეს პოლიციის უფროსის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციელის სიცოცხლეs, საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, 31 ოქტომბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ე.წ „მწვანე ზონაში“ აიფეთქა, სადაც ბევრი საერთაშორის ორგანიზაციები და საელჩოები არის განთავსებული. შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაიჭრა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები