სპეციალურად შევარჩიე “Halloween”-ის დღესასწაული” – უზბეკი ტერორისტის აღიარება

ნიუ იორკის ფედერალურმა პოლიციამ, უზბეკ ტერორისტს ბრალი უკვე წაუყენა, მას 8 ადამიანის მკვლელობა და „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსური დახმარება ედება ბრალად.
„მე 2 თვე ვგეგმავდი ტერაქტს,სპეციალურად შევარჩიე “Halloween”-ის დღესასწაული, რადგან ამ დროს ქუჩაში ბევრი ხალხი იქნებოდა, მე შთაგონებული ვარ ისლამური სახელმწიფოს იდეებით“ განაცხადა სასმართლოში მისულმა 29 წლის უზბეკმა ტერორისტმა.
მომხდარ ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტერორისტი „ბედნიერი“ იყო და საავადმყოფოში ითხოვდა მისთვის „ISIS”-ის დროშა მიეტანათ. იგი არ გამორიცხავს, რომ ტერორისტი სიკვდილით დასაჯონ ან გუანტანამოს ციხეში გაგზავნონ.
ნიუ იორკის პოლიციამ აღნიშნა , რომ დამნაშავე სოციალურ ქსელში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული ინსტრუქციებით ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები