თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, ისნის და სამგორის რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის და ფიროსმანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, გობრონიძის, ზნაკვის და ავშნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 12:00 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, გაბაშვილის, აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯიქიას ქუჩის და ჯიქიას ფერდობის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები