ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით კასპში ტრენინგი გაიმართა

სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვის საკითხებთან დაკავშირებით კასპში, გიორგი მერებაშვილის მარანში „ღვინის გზის მარშრუტი“ ტრენინგი – სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ტრენინგს კასპის მუნიციპალიტეტში არსებული მცირე საოჯახო სასტუმროების, მარნების მეპატრონეები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ . ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის „მეგზურის“ ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა გადასცა.
იოსებ ოქრომელიძემ შიდა ქართლის რეგიონი მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალის არსებობაზე, მოქალაქეების ჩართულობასა და მის ხელშეწყობაზე ისაუბრა, რომ შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები მომავალშიც გააგრძელებენ რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვას.
ტრენინგს ტურიზმის ექსპერტები და სასტუმროს მენეჯმენტის სპეციალისტები უძღვებოდნენ, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები