ნინო ბურჯანაძე მოსკოვში პოლიტიკურ “თოქშოუში” მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა.

როგორც მისი პარტიის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში, პოლიტიკურ “თოქშოუში” მონაწილეობას მიიღებს.

„ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზტით გაემგზავრა მოსკოვში. მის მიმართ არსებობს ძალიან დიდი ინტერესი ადგილობრივი მედიასაშუალებების მხრიდან. მე ღმად ვარ დარწმუნებული, რომ ინტერესის შემთხვევაში, ჩვენი პატივცემული საზოგადოება ქალბატონ ნინოს იხილავს ცენტრალურ პოლიტიკურ თოქშოუში, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იმართება. ეს იქნება პირველ რიგში მედიასთან ურთიერთობის გარკვევის მიზნით განხორციელებული საკმაოდ საპასუხისმგებლო ვიზიტი, რომელიც, რა თქმა უნდა ჩვენს დიასპორებთან და გარკვეულ პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობის საკითხსაც არ გამორიცხავს“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები