თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციაზე: ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტზე საუბარი უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულებაა

“ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ახალ კონსტიუტუციაში ცვლილებები უნდათ თუ არა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება კვირის ბოლომდე მოხდება.
“ოპოზიციამ მარტივ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, რადგან პასუხი გასაცემი მე არ მაქვს, მათ აქვთ -ცვლილებები უნდათ თუ არა. მათი მხრიდან ბოიკოტზე საუბარი უკიდურესად არასერიოზული დამოკიდებულებაა. ოპოზიციას პოზა აქვს, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს ამზადებს, რომლის გათვალისწინებით, 2020 წელს ერთჯერადად ბლოკების დაშვება მოხდება და ე.წ. ბონუსს სისტემა გაუქმდება. ცვლილებები ასევე ეხება რელიგიისა და საკონსტუტიციო სასამართლოს თავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები