კორეაში საკვების საერთაშორისო გამოფენაზე ქართული პროდუქცია წარადგინეს

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო გამოფენა IFFE (International Fermented Food EXPO) 2017 გაიხსნა.
გამოფენის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, კორეის სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ჩრდილოეთ ჯოლას პროვინციის გუბერნატორმა მიიღეს.
გამოფენაზე ქართული წარმოების თაფლი, აჯიკა, წყაროს წყლები, ღვინო, ბრენდი, ჭაჭა, წვენები, ჩაი, ჩურჩხელა, ბაქმაზი და ენერგეტიკული სასმელები იყო წარმოდგენილი.
აღნიშნულ ღონისძიებაში ქართული კომპანიების მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს წარმოების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით განხორციელდა. გამოფენაში 20 ქვეყნიდან 355-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები