რატომ შეექმნათ პრობლემა „სტუდენტური ბარათის“ მფლობელებს მეტროში – „საქართველოს ბანკის“ განმარტება

დღეს მეტროპოლიტენის მგზავრების იმ ნაწილს, რომლებიც სტუდენტური ბარათებით მგზავრობენ პრობლემა შეექმნათ.
დილის საათებში შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, მათ ბარათით სარგებლობა ვერ მოახერხეს.
ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატზე ბარათის დადებისას სისტემა აჩვენებდა, რომ ბარათს მოქმედების ვადა ჰქონდა ამოწურული.
ამ დროისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია.
„მოხდა ტექნიკური შეფერხება, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით სტუდენტური ბარათის მფლობელებს. ამის მიუხედავად, სტუდენტური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ მეტროთი“, -განუცხადეს „კვირას“ „ საქართველოს ბანკში“ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები