შვედური ბრენდი H&M-ი თბილისში 18 ნოემბერს გაიხსნება

საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის – საქართველოში პირველ მაღაზიას 2017 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნის. თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“, ყველასთვის საყვარელი ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.
H&M-ის მომხმარებლებს წინ დაუვიწყარი შოპინგი ელით! ისინი უახლეს ტრენდებს, ყველა დროის ფავორიტებსა და ყოველდღიურ ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენენ. ქალების, მამაკაცების, თინეიჯერებისა და ბავშვების სამოსი და აქსესუარები შესაბამის განყოფილებებში გადანაწილდება და თითოეულ სტუმარს საკუთარი სტილის პოვნასა და შთაგონების მიღებაში დაეხმარება.
„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.
18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, H&M-ი გახსნისწინა წუთების ათვლას ყველასთვის საყვარელ ქართველ დიჯეისთან ერთად დაიწყებს, რაც შოპინგის პროცესს კიდევ უფრო გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს. ყველა სტუმარს შეეძლება, რომ 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე ისარგებლოს. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, განსაკუთრებულად დაჯილდოვდებიან და, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.
H & M Hennes & Mauritz AB 1947 წელს, შვედეთში დაარსდა და დღეს შვედეთის ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. ბრენდის მთავარი ბიზნესიდეაა: „ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის“. H&M-თან ერთად, კომპანია შემდეგ ბრენდებსაც აერთიანებს: & Other Stories, Cheap Monday, COS, Monki, Weekday, ARKET და H&M Home. H&M Group-ი 68 ქვეყანაში 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, რაშიც ფრენჩაიზის მფლობელი ობიექტებიც მოიაზრება. 2016 წლის მონაცემებით, H&M-ის გაყიდვების მაჩვენებელმა, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 223 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. დასაქმებულთა რიცხვი კი 161 000-ს აღემატება. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: about.hm.com.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები