ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
“განახლებულმა საგზაო ინფრასტრუქტურამ ქალაქის იერსახე დაამშვენა. პროექტის ფარგლებში ძველი ფილების დემონტაჟი განხორციელდა, რომლის ადგილზეც ადგილობრივი ბაზალტის ფილები მოეწყო.
ტროტუარის გასწვრივ განახლდა თანამედროვე დიზაინის გარე განათება, რომელიც ლედ ნათებებით აღიჭურვა“, -აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები