ირაკლი კობახიძე: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა ხალხთან,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ხალხთან. არჩევნებამდე თამამად ვაცხადებდით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ექნებოდა საკონსტიტუციო პლებისციტის მნიშვნელობა. არჩევნების შედეგმა და „ქართული ოცნების“ დამაჯერებელმა გამარჯვებამ ცხადყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერას უცხადებს საზოგადოების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი კონსენსუსი – კონსენსუსი ხალხთან სახეზეა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები