გურამ კაშია: ვერავინ ხვდება რატომ მოჰყვა ამხელა ამბავი ამას საქართველოში

ვერავინ ხვდება რატომ მოჰყვა ამხელა ამბავი ამას საქართველოში,-ამის შესახებ ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ „რუსთავი2“-ს განუცხადა.

ფეხბურთელის თქმით, ვერ ხვდება თუ რატომ დაუპირისპირდა საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ სამშობლოში.

„გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო… მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს?!

ჩემს გარდა აბსოლუტურად ყველას ეკეთა სამკლაური და ვერავინ ვერ ხვდება რატომ მოჰყვა ამხელა ამბავი ამას საქართველოში. აზრად არ მომსვლია,რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ჩემი საქმე სპორტია, მინდა ვიყო ფეხბურთში და რაც მიყვარს იმას ვაკეთებდე“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები