პოლიციამ „ქართული მარშის“ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკაა

ფეხბურთის ფედერაციასთან „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეები დააკავეს. მათ შორის დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი.

ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან შსს-ს წარმომადგენლები. „ქართული მარშის“ წარმომადგენლებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს. პოლიციის მიერ მათ დაკავებას დაპირისპირება მოჰყვა.
„ქართული მარშის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაუშვას ფეხბურთელი გურამ კაშია, რომელიც, მათი შეფასებით, ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები