მარიამ ჯაში პროფესიული განათლების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში პროფესიული განათლების ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში გაიმართა. პროფესიული განათლების მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებთ – „პროფესიები მომავლისთვის”  მიმდინარეობდა.

საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან კონფერენციაზე მოწვეული 200-ზე მეტი მონაწილე ისეთი პრიორიტეტულ თემებს განიხილავს , როგორიცაა პროფესიული განათლების როლი დასაქმების ხელშეწყობაში, პროფესიული განათლების პოლიტიკა, კერძო სექტორის, დამსაქმებლების მონაწილეობის გაზრდა პროფესიული განათლებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის.

კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა ჯეისონ გრეგორიმ, საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Pearson-ის ბიზნესისა და განვითარების დირექტორმა საერთაშორისო კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც 2030 წლისთვის მოთხოვნად პროფესიებსა და მომავლისთვის საჭირო უნარ–ჩვევებს ეხება.

„კვლევა მომავლის პროფესიებს ეხება და მისი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალს ახლა გეგმავენ. კვლევამ გამოავლინა მომავლის ტენდენციები, რაც დაეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა სწორად დაგეგმონ მომავალი, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს და მიაღწიონ წარმატებას”, – განაცხადა ჯეისონ გრეგორიმ.

მარიამ ჯაშმა თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოს განათლების სისტემისთვის მილენიუმის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლები დამოუკიდებლობის 25 წლის ისტორიის მანძილზე საქართველოს უმთავრესი პარტნიორები არიან.

მარიამ ჯაშის განცხადებით, პროფესიული განათლება არის მიმართულება, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის პრიორიტეტის – განათლების რეფორმის თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი.

“უკვე შემუშავებულია პროფესიული განათლების ახალი კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს განათლების სისტემის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი მზად ვართ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პროფესიული განათლების განვითარებას”, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები