„გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ქართული საპროდიუსერო კომპანიები მსოფლიო კინოინდუსტრიის მასშტაბურ ღონისძიებაზე წარდგებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 2017 წლის 1-8 ნოემბერს, ქართული საპროდიუსერო კომპანიები, ლოს-ანჯელესში, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური  ღონისძიების  „American Film Market“  ლოკაციების გამოფენაზე წარსდგებიან.

საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის კუთხით, აღნიშნული გამოფენის ფარგლებში წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამა „გადაიღე საქართველოში,“ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ გამოფენაზე თავს 7 000-ზე მეტი კინომწარმოებელი თუ დისტრიბუტორი და 100 000-ზე მეტი  კინოინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენელი იყრის თავს. პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილი ქართული საპროდიუსერო კომპანიები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა და შესაძლებლობებს.

ამასთანავე, ღონისძიების მსვლელობის ფარგლებში კინოინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებთან შეხვედრებია ჩანიშნული. ქართულ მხარეს საშუალება  ექნება სხვადასხვა მსხვილ სტუდიას, პროდიუსერსა და ლოკაციის მენეჯერს ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარება და “გადაიღე საქართველოში“ პროგრამის  მექანიზმი დეტალურად გააცნოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები