საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი გაათავისუფლეს

საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს.
დაკავებულის დედის, სოფო ფხაკაძის განცხადებით, მის შვილს არაფერი დაუშავებია. მისი თქმით, ანანო ხერხაძე შესაბამისი დოკუმენტაციის არქონის გამო დააკავეს.
ანანო ხერხაძე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა განყოფილებაში.
”საბერძნეთის პოლიცია და მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ის არ იყო დამნაშავეთა დაჯგუფების წევრი. გოგონა 19 წლისაა“, – განაცხადა ხერხაძის ახლობელმა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს რვა მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს, მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები