ესტონეთის პრეზიდენტი: თავად ვნახავ საოკუპაციო ხაზთან სიტუაციას და ამ ინფორმაციას მივაწვდი ევროკავშირს ყველა ფორმატში

„ძალზე მაწუხებს ის, რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული სიტუაციის მხრივ, ადამიანების ცხოვრება ყოველდღიურად, იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ“, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ქართველ კოგესთან გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ესტონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მეტ ყურადღებას იმსახურებს.
„ესტონეთი მკაცრად და ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მე ძალზე მაწუხებს ის, რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული სიტუაციის მხრივ, ადამიანების ცხოვრება ყოველდღიურად, იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებიც ოკუპაციის ხაზის გასწვრივ ცხოვრობენ. თქვენ იმსახურებთ იმას, რომ მეტი ყურადღება იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მე გავიგე თქვენი გზავნილი და თავად ვნახავ როგორი სიტუაციაა საოკუპაციო ხაზზე და ამ ინფორმაციას მივაწვდი ევროკავშირს ყველა ფორმატში“, – განაცხადა კალიულაიდიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები