სემეკმა შპს „არზუ გაზს“ ახალი ტარიფი დაუდგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს „არზუ გაზისათვის“ სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე იმსჯელა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფი  55.418 თეთრი/მ3-ს შეადგენს. ტარიფები 2017 წლის პირველი ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

შპს „არზუ გაზის“ სატარიფო განაცხადის საფუძველზე კომისიაში კომპანიისათვის ტარიფების დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 17 ივლისს დაიწყო. მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად 2017 წლის 14 აგვისტო, ხოლო კომისიის დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად – 2017 წლის 3 დეკემბერი განისაზღვრა.

შპს „არზუ გაზი“  ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას ახორციელებს და გარდაბნის რაიონში, სოფელ ვახტანგისში არსებულ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს (სულ 527 აბონენტი) ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები