სს „ხრამჰესი 1“-სა და სს „ხრამჰესი 2“-ს ახალი ტარიფები დაუდგინდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღევანდელ საჯარო სხდომაზე სს „ხრამჰესი 1“-სთვის და სს „ხრამჰესი 2“-სთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის შესახებ იმსჯელა.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „ხრამჰესი 1“-სთვის დადგენილი ტარიფი შემდეგნაირად განისაზღვრა:

2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9.781 თეთრი/კვტსთ;

2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 9.147 თეთრი/კვტსთ;

2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით  – 2.300 თეთრი/კვტსთ.

სს „ხრამჰესი 2“-სთვის დადგენილი ტარიფია:

2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 11.248 თეთრი/კვტსთ;

2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 10.614 თეთრი/კვტსთ;

2022 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.767 თეთრი/კვტსთ;

2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – 3.500 თეთრი/კვტსთ.

მიმდინარე წლის 13 ივნისს სს „ხრამჰესი 1“-მა და სს „ხრამჰესი 2“-მა კომისიაში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მოთხოვნით სატარიფო განაცხადები  წარადგინეს.

მიმდინარე წლის 30 ივნისს აღნიშნულ საკითხებზე კომისიის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

კომისიაში, ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად  2017 წლის 31 ივლისი განისაზღვრა, ხოლო აქტების – კომისიის დადგენილებების გამოცემის ბოლო ვადად – 2017 წლის 19 ნოემბერი.

სს „ხრამჰესი 1“-სა და სს „ხრამჰესი 2“-ის ტარიფების კორექტირების საფუძველს „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილების მე-17 მუხლი წარმოადგენს. 2011 წელს დადგენილებაში შესული ცვლილებების შესაბამისად, სს „ხრამჰესი 1“-სა და სს „ხრამჰესი 2“-სთვის გრძელვადიანი ტარიფები 2025 წლამდე იქნა დადგენილი.

 

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები