ვლადიმერ იმნაძე საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების წევრებს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ უწყების ახალ ოფისში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტს ავთანდილ ჩიხლაძეს და ამპუტანტ ფეხბურთელებს უმასპინძლა. ასოციაციის პრეზიდენტმა და ფეხბურთელებმა უწყების ხელმძღვანელს ევროპის ჩემპიონატის შედეგები გააცნეს.
ვლადიმერ იმნაძემ პარასპორტსმენებს თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა, სამომავლო მხარდაჭერასაც დაჰპირდა და შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საქართველოს ნაკრებმა ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა პირველად მიიღო, რომელიც თურქეთში ქალაქ რივაში 1-10 ოქტომბერს გაიმართა.
საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური წარმოადგენს.