გიორგი კვირიკაშვილი დენის ო დონოვანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს დენის ო დონოვანს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებსა და ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრეს.

პრემიერმა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს და საპარლამენტო დელეგაციას მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი განათლების სისტემის რეფორმაა. გამოითქვა ამ პროცესში ირლანდიის გამოცდილების გაზიარების ინტერესი.

საუბრისას, ყურადღება ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტურიზმის განვითარების პოზიტიურ დინამიკას დაეთმო, ასევე – საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებს.

პრემიერ-მინისტრმა სტუმრებს ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა  გააცნო, ასევე საგადასახადო და საპენსიო რეფორმების შესახებაც ისაუბრა.

ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით მიდის.

მხარეებმა საქართველოში ირლანდიის რეპუბლიკის საელჩოს გახსნისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელების პერსპექტივაც განიხილეს.

პრემიერმა ირლანდიის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები