საქართველოს საელჩომ დანიის სამეფოში გამართულ საერთაშორისო გალა-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, 47-ე საერთაშორისო გალა-ფესტივალში „ეროვნული გამოფენა – ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების გამყარებისთვს” (K.U.K.S) მიიღო მონაწილეობა.
K.U.K.S-ის 2017 წლის ფესტივალზე ქართული კუთხე მოეწყო, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა საქართველოს ისტორიასა და მის ტურისტულ პოტენციალს გაცნობოდა, ასევე უნიკალური ქართული ღვინო და ტრადიციული სამზარეულოს ნაწილი დაეგემოვნებინათ. ქართულმა კუთხემ დამთვალიერებელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
გამოფენაზე, დანიაში აკრედიტებულმა 34 დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება კოპენჰაგენის მერიის შენობაში მოეწყო. საღამო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, კოპენჰაგენის მერიის ორგანიზებითა და დანიის პრინცის პატრონაჟით დაეგემოვნებინათ.