„ნაცმოძრაობის“ დროს, მე-60 უბანზე არჩევნები შემდეგნაირად ტარდებოდა: საარჩევნო ყუთი საერთოდ ქრებოდა და ახალი ყუთი მოჰქონდათ“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მე-60 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი საერთოდ ქრებოდა და შემდეგ ახალი ყუთი მოჰქონდათ.
„კონკრეტულ შემთხვევებზე იმის თქმა, რომ დარღვევები იყო სისტემური, არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ყველა დარღვევა ყურადღების მიქცევას საჭიროებს. მაგრამ თუკი 21 ოქტომბრის შემდეგ სხვა დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, ეს მიანიშნებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, დღეს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები