გიორგი კვირიკაშვილი იუსი ნიინისტოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფინეთის თავდაცვის მინისტრი იუსი ნიინისტოს შეხვდა. საუბარი ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ფინეთში ახლად დაარსებულ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრთან თანამშრომლობას შეეხო.

პრემიერ-მინისტრმა ფინურ მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინელი დამკვირვებლების ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა.

საუბარი რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას  შეეხო. პრემიერ-მინისტრმა ფინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი მტკიცე პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები