საჩხერეში პირველი ძალოსნობის დარბაზი შენდება
საჩხერეში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ძალოსნობის დარბაზი შენდება. ნოემბრიდან ადგილობრივი სპორტსმენები ახალ შენობაში შეძლებენ ვარჯიშს.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გაეცნო.
დღემდე, სპორტსმენებს დარბაზის არარსებობის გამო, ვარჯიში სხვადასხვა შენობაში უწევდათ. სპორტული დარბაზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ამ დორისთვის შენობის მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 700 000 ლარამდეა გამოყოფილი.
საჩხერის ძალოსნობის სექციამ ასეულობით სპორტსმენი გაზარდა, მათ შორის 100 მდე ოლიმპიური, მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს ჩემპიონი. დღეისთვის საჩხერის ძალოსნობის სექციაში 52 სპორტსმენი ვარჯიშობს.