თამარ კორძაია: „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა თავის დროზე არ გამოვიდა კოალიიციდან
პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, პარტიამ მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა თავის დროზე არ გამოვიდა კოალიციიდან.
მისივე თქმით, ის ხმები, რაც მიიღო პარტიამ ერთგული ამომრჩევლების იყო.
„რესპუბლიკურმა პარტიამ“ მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა თავის დროზე არ გამოვიდა კოალიიციდან და ეს შეცდომა დღემდე მოგვყვება. ჩვენი მიზანი იყო პარტიას გამოეკვეთა ლიბერალური პოზიცია.
„რესპუბლიკურ პარტიას“ ყოველთვის ექნება პრინციპული პოზიცია, რაზეც საუბრობდა თვითმმართველობის არჩევნების წინ.
რაღაც რაოდენობა ხმები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის საუბნო კომისიების არაკომპეტენტურობის გამო დაიკარგა.
თუმცა ის ხმები, რაც მივიღეთ ნამდვილია ჩვენი ერთგული ამომრჩევლის და ჩვენ ვალდებულები ვართ მათი იმედები გავამართლოთ“, – აღნიშნა კორძაიამ.
„რესპუბლიკური პარტიის” აღმასრულებელი მდივანი საჯარო სამსახურის რეფორმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მთავარია საჯარო სამსახურში მომუშავე პირს ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეს.
„წამახალისებელ ღონისძიებას ჯილდო ერქმევა თუ პრემია ამას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა არსებითია, რომ ადამიანს ღირსეული ხელფასი ჰქონდეს საჯარო სამსახურში. შემდეგ უკვე პრემია იქნება თუ ჯილდო, მისი ლიმიტიც იყოს განსაზღვრული. ხოლო დანამატის წესის შეცვლა ავტომატურად არ ნიშნავს ხელფასის შემცირებას ამ რეფორმის შედეგად საჯარო სამსახურში“, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა წევრმა, „რესპუბლიკური პარტიის“ აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კორძაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს არ ეხება ძირითად საკითხს, რომელზეც ოპოზიცია ესაუბრებოდა ხელისუფლებას, ანუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ ხდება 2020 წლის არჩევნებისთვის.