“მმართველი გუნდის მიზანია, არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი, უბრალოდ ვეტოს დაძლევა”
ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო შემდგომ რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში, – ასე ეხმაურება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.
მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიზანია, არა საკითხების კვალიფიციური ანალიზი და გათვალისწინება, უბრალოდ ვეტოს დაძლევა.
”მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აღებული ტენდენცია არ იცვლება. მუდმივად ხდება ის, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო შემდგომ რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე არის ამ შემთხვევაშიც. ამის მაგალითია ეროვნული ბანკი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს, ხოლო შემდგომ სიტყვა-სიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის მიზანი არის არა კვალიფიციური ანალიზი, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.