ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმში დაკარგული ქალი ნაპოვნია
კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმიდან დაკარგული 60 წლის ქალი, რომელსაც 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, იპოვეს.
„კვირას“ ინფორმაციით, იგი ტყეში სოკოს მოსაკრეფად წავიდა და გზა აებნა.
მას სამართალდამცველები და ადგილობრივები ერთობლივი ძალებით ეძებდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქალი ჯანმრთელადაა.