ბრიტანული ინკლუზიური კომპანიის Candoco წარმომადგენლები თბილისში ტრენინგებით ბრუნდებიან

ბრიტანეთის საბჭოს და კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის თანამშრომლობის ფარგლებში 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, ბრიტანული ქორეოგრაფიული კომპანიის Candoco-ს წარმომადგენლები ინკლუზიური ხელოვნებით დაინტერესებულ ქართველ მოცეკვავეებს ჩაუტარებენ სამდღიან ტრენინგს სახელწოდებით – Dance Lab.
ეს არის Dance Lab -ის პირველი ტრენინგი, ხოლო მეორე Dance Lab ჩატარდება 2018 წლის გაზაფხულზე.
Dance Lab-ები ტარდება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,კულტურა და განვითარება: შეუზღუდავი შესაძლებლობები’’ ფარგლებში, რომლის პარტნიორი საქართველოში არის მარჯანიშვილის სახ. თეატრი. პროგრამის მიზანია ინკლუზიური ხელოვნების განვითარება, ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების სფეროში ჩართულობის და ამ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის ხელის შეწყობა. ჩვენი მიზანია ამ ტრენინგებზე საშუალება მივცეთ როგორც შშმ ასევე არა-შშმ მოცეკვავეებს განავითარონ საკუთარი შემოქმედებითი, ქორეოგრაფიული და საშემსრულებლო უნარები, ითანამშრომლონ ინტეგრირებულ გარემოში, ჩაატარონ ექსპერიმენტები, გამოსცადონ იდეები და კენდუკოს მაგალითზე გაეცნონ ბრიტანულ გამოცდილებას ინკლუზიური ხელოვნების თვალსაზრისით. ტრენინგებს ჩაატარებენ კენდუკოს მოცეკვავეები ჯოელ ბრაუნი და ჯემაიმა ჰოდლი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბრიტანელ ტრენერებს ტრენინგების დაგეგმვასა და წარმართვაში ასისტირებას უწევს პროფესიონალი ქართველი მოცეკვავე ქეთევან ზაზანაშვილი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის საბჭომ მისცა შესაძლებლობა პროფესიული უნარები განევითარებინა ბრიტანეთში, ინკლუზიურ კომპანია Stopgap-ში.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები