ბეგლარ სიორიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისთვის შრომას ოზურგეთელებთან ერთად გავაგრძელებთ

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ დღეს ბრიფინგი გამართა.
მან ამომრჩეველს პირველ ტურში გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღინიშნა, დაგეგმილია არაერთი პროექტი, რომელიც ოზურგეთის საკეთილდღეოდ უნდა განხორციელდეს.
“ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს კეთილმოწყობილი და განვითარებული, სოფლები უნდა გაძლიერდეს და ეკონომიკურად წელში გაიმართოს, ადამიანები უნდა დასაქმდნენ და ოზურგეთს უნდა ჰქონდეს ძლიერი თვითმმართველობა.
“ქართულ ოცნებას” შემუშავებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისა და სოფლების ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პირობების გაუმჯობესების, დასაქმებისა თუ სხვა აქტუალური სფეროების მიმართულებით. თითოეული ამ ნაბიჯის გადასადგმელად ჩვენ გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერა”, – აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები