თელავში ცეცხლსასროლი იარაღით, შუახნის მამაკაცი დაჭრეს

თელავში, აღმაშენებლის გაზირზე ცეცხლსასროლი იარაღით, შუახნის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინციდენტამდე 50 წლამდე მამაკაცს უცნობებთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა.
დაჭრილი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები