ქართულ სამშენებლო ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი გამოჩნდა – ეკოლოგიურად სუფთა ბათქაში

კომპანია „ნოვა“ ახალ პარტნიორთან ერთად, ქართულ სამშენებლო ბაზარს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს. კერძოდ, თურქული ბრენდის „თერმობორის“ მიერ წარმოებულ გარე ფასადის ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტიან თბო-საიზოლაციო ბათქაშს. სამშენებლო მასალა საქართველოს ბაზარზე უკვე შემოვიდა.
კომპანია „ნოვას“ წარმომადგენლებმა, ქართული ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტის პრეზენტაცია სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გამართეს. პრეზენტაციის ფარგლებში კომპანია „ნოვასა“ „თერმობორის“ წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას ენერგოეფექტური ბათქაშისგამოყენების წესები, მეთოდები და პრაქტიკული მაგალითები უჩვენეს.IMG_5881
თერმობორს გააჩნია სითბოს, წყლის და ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაცია. ეს ოთხი კომპონენტი, რომელსაც აერთიანებს ერთი პროდუქცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივიღოთ სრულყოფილი ენერგოეფექტური მასალა. კომპანია „ნოვა“ წარმოადგენს აღნიშნული მასალის ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქაართველოში. ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი კომპანიის წარმომადგენლებთან და ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა“, – განაცხადა  კომპანია „ნოვას“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა, ედიშერ ხიმშიაშვილმა.
​მისივე ინფორმაციით, პროდუქცია გამოიყენება როგორც შენობის ფასადებისთვის, ინტერიერის, ექსტერიერისთვის. აღნიშნული მასალა უზრუნველყოფს შენობების სითბოს, ხმის ხანძარსაწინააღმდეგო და წყლისგან იზოლაციას რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ​
“კომპანია „ნოვა“, როგორც ნოვატორი კომპანია, ყოველთვის ცდილობს ქართულ ბაზარზე დანერგოს ახალი სტანდარტები და ფეხი აუწყოს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს”, – განაცხადა ხიმშიაშვილმა.
როგორც „თერმობორის“ წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული ინოვაციური მასალა დიდი მოწონებით სარგებლობს სხვა ქვეყნებში და იმედოვნებენ, რომ საქართველოშიც აქტიურად გამოიყენებენ.
ღონისძიებას გარემოს დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის, თვითმმართველი ქალაქების, საქართველოს მშენებელთა ასოციაციის, ენერგო ეფექტურობის ცენტრისა და სამშენებლო დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.IMG_5889
აღსანიშნავია, რომ თერმობორი არის მშრალი ფორმის მქონე ფხვნილთა ჯგუფის, პერლიტისშემცველი ეკოლოგიური ბათქაში. ეს არის სპეციალური, არაორგანული ნივთიერებებისგან შემდგარი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს სითბოს, ხმის, წყლისა და ხანძარსაწინააღმდეგო იზოლაციას; ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის დროს-ნაპერწკლების გაფრქვევა-გავრცელებისაღკვეთას, არ ქმნის თბურ ხიდებს და სუნთქვის უნარის წყალობით არ უჩნდება ობი. თერმობორი არის მაღალი სიხშირის, პერკუსიული ხმების მშანთქავი და გამანეიტრალებელი გავრცელებული, ანტიკოროზიული და ჟანგსაწინააღმდეგო, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს მიმართ მგრძნობიარე ეკოლოგიური ბათქაში „ბორ“ დანამატით, რომლის მიკროორგანიზმების მიერ განადგურებაც შეუძლებელია.
ეს არის მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც მის სტრუქტურაში არსებული ათასობით ღია და დახურული ჰაერის ბუშტულების წყალობით ამცირებს შენობაზე დატვირთვას. თერმობორიიწარმოება რა სტერილური და ბუნებრივი ნივთიერებებისგან, არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის; უზრუნველყოფს ბრწყინვალე იზოლაციას თბილ და ცივ ამინდში; გააჩნია წყლის გამოდევნის თვისება; არ შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს; შესანიშნავად უზრუნველყოფს ხმის იზოლაციას; კარგად ჩერდება ყველა სახის საფუძველზე, გამოყენებისას კომფორტული და დროში ეკონომიურია; არა აქვს სასათბურე გაზების გამონაბოლქვი; ხანგრძლივად სიცოცხლისუნარიანია, შენობასთან ერთად ბერდება.
კომპანია „ნოვას“ ისტორია 2006 წელს იწყება. დასაწყისისთვის კომპანიის საქმიანობა სამშენებლო მასალების იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდა. 2011 წლიდან კომპანიამ სამშენებლო მასალების წარმოების ხაზების განვითარება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები