ლელა ქიტესაშვილი: მე არა მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილის, ნახევარი თიანეთის ფავორიტი ვარ

მე არა მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილის, ნახევარი თიანეთის ფავორიტი ვარ, – ამის შესახებ თიანეთის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა პორტალ „კვირა“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქიტესაშვილმა პრესკონფერენციაზე საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მასაც და მის ამომრჩეველსაც აღელვებს ოთხი საარჩევნო უბნიდან გაუჩინარებული ბიულეტენების საკითხი.
„მე შევხვდი ჩემს ამომრჩეველს ძალიან არის თიანეთის მოსახლეობა დაზაფრული. ეს არის ერთი შედეგით გამარჯვებული მერი, გუშინ სხვათაშორის გულდასაწყვეტად გაჟღერდა ერთ-ერთ ტელევიზიაში, რომ თამაზ მეჭიაური არის თიანეთის მერი და ლელა ქიტესაშვილი დარჩა მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილის ფავორიტად, მე არა მხოლოდ ზაქარია ქუცნაშვილის, ნახევარი თიანეთის ფავორიტი ვარ“- განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.
ლელა ქიტესაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თიანეთის ოთხი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა და განაცხადა, რომ აღნიშნული უბნებიდან 6 ბიულეტენი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები