ვიქტორ დოლიძე: სააკაშვილი ჩემთვის თემა არ არის, ის არის ჩვენი ქვეყნის წარსული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინის გენპროკურატურამ საქართველოში მისი ექსტრადირებისთვის დოკუმენტების შეგროვება დაიწყო.
დოლიძემ სააკაშვილს მისთვის “უინტერესო წარსული” უწოდა.
“მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის თემა არ არის. ის არის ჩვენი ქვეყნის წარსული. ჩვენ ვართ მომავალზე, განვითარებაზე ორიენტირებული მთავრობა. არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რა განაცხადა მან”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მისი ექსტრადირებისთვის დოკუმენტების შეგროვება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები