წვიმა, თოვლი და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – საქართველოში ამინდი გაუარესდება

30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამის შესახებ ინფორმაცის გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, “31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები