ლელა ქიტესაშვილი: თიანეთის 4 საარჩევნო უბნიდან 6 ბიულეტენი გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა

თიანეთის მერობის ყოფილი კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი საარჩევნო პროცესში ახლადაღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს.
ლელა ქიტესაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს თიანეთის ოთხი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი წარუდგინა და განაცხადა, რომ აღნიშნული უბნებიდან 6 ბიულეტენი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულია.
ქიტესაშვილი ვარაუდობს, რომ აღნიშნულ ბიულეტენებში ამომრჩეველს მის სასარგებლოს ჰქონდა არჩევანი გაკეთებული.
„მე ხელთ მაქვს თიანეთის ოთხი საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, სადაც აშკარად ჩანს რომ დაკარგულია, თუ მოპარულია 6 ბიულეტენი 4 საარჩევნო უბნიდან, რომ განვმარტო: ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგების დათვლისას ნამდვილი ბიულეტენებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი უნდა ემთხვეოდეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის რაოდენობა. ჩვენ, ამ შემთხვევაში გვაქვს დისბალანსი 2 უბანზე თითო ბიულეტენია დაკარგული, დანარჩენ 2 უბანზე დაკარგულია 2-2 ბიულეტენი. ადამიანები ითხოვენ პასუხს, მე არ მინდა დარჩეს პასუხგაუცემელი არცერთი შეკითხვა. მე მაქვს განცდა, რომ ეს იყო ჩემს სასარგებლოდ გაცემული ბიულეტენები რომლებიც გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. არავის დადანაშაულებას არ ვფიქრობ მე ვეძებ პასუხს, დაიკარგა თუ მოიპარეს არ ვიცი, მაგრამ ვთვლი, რომ ეს ბიულეტენები შედეგზე შესაძლო გავლენას აუცილებლად მოახდენდა. საარჩევნო კოდექსის თანახმად, საოლქო კომისია ვალდებულია დაითვალოს ბიულეტენები, გამოვლინოს ხარვეზი და ამ შემთხვევაში ვალდებულია ამ უბნებზე ჩაატაროს განმეორებითი არჩევნები.
ჩემი თხოვნაა, საოლქოს მიმართ, რომ იმსჯელოს ამ საკითხზე, თუ თავად ვერ დადებს პასუხს, ჩატარდეს განმეორებითი არჩევნები ამ უბნებზე და გამოვლინდეს ვისი იყო ეს ექვსი ხმა“, – განაცხადა ლელა ქიტესაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები