ირანის პრეზიდენტი: უნდა გახსოვდეთ, რომ რაკეტებს ვაშენებდით, ვაშენებთ და მომავალშიც განვაგრძობთ

ირანი თავის სარაკეტო პროგრამას არ შეწყვეტს. ირანული სააგენტო Mehr-ის ინფორმაცით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ განაცხადა.

“ჩვენ შევქმენით, ვქმნით და შევქმნით სარაკეტო სისტემას. ამით საერთაშორისო ნორმებს არ ვარღვევთ. ირანში ნებისმიერი სახის იარაღის შექმნას გავაგრძელებთ, რომელიც თავდაცვისთვის ნებისმიერ დროს გამოგვადგება,”- განაცხადა როუჰანმა.

განცხადება ირანის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების საპასუხოდ გააკეთა. 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები