„ბავშვების აღზრდა ჩვენი არსებობის მთავარი მიზანია, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“

“ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს, იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ის მომავალ შაბათს ბავშვებს დალოცავს.

”ყოველმა ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი გზა და მიზანი უნდა იყოს ცათა სასუფეველი. იცით, რომ ყოველ შაბათს გვაქვს შეხვედრა ჩვენს მორწმუნე ადამიანებთან, დილის ათ საათზე და თორმეტ საათზე არის პარაკლისი და დალოცვა ერისა. მომავალ შაბათს იქნება ბავშვების დალოცვა და საკითხი – როგორ აღვზარდოთ ჩვენი შვილები. ბავშვების აღზრდა ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი არსებობისა, ჩვენი ცხოვრებისა, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ოჯახი, სკოლა და ეკლესია უნდა გაერთიანდეს, იმ მიზნით, რომ აღვზარდოთ ჩვენი შვილები”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები