თიანეთში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტში ერწოს დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს – „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდა მდინარე აძიძის კალაპოტი და მისი შენაკადები, საერთო სიგრძით 17 კილომეტრი. წლის ბოლომდე, დაგეგმილია 10-12 კილომეტრის გაწმენდა. პროექტის სრულად განხორციელების შემდეგ, თიანეთის მუნიციპალიტეტის 14 სოფლის მოსახლეობა 3000 ჰექტარი მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს.

2013 წლიდან დღემდე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 12 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად, რეგიონში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 9595 ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი 2900 ჰექტრამდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები