საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველის ვინაობა ცნობილია, იგი საფრანგეთში ჯანმრთელობის პრობლემების გამო წავიდა

საფრანგეთში, ქალაქ პუატიეში გარდაცვლილი ქართველის ვინაობა ცნობილია. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი 50 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, გია ქ.-ა.
„კვირას“ ინფორმაციით, გია ქ. საქართველოდან საფრანგეთში 6 თვის წინ, სამკურნალოდ წავიდა. იგი ჰეპატიტით იყო დაავადებული და თავშესაფარში ცხოვრობდა. ერთ-ერთმა ემიგრანტმა „კვირას“ განუცხადა, რომ გია ქ. თავშესაფრის პირობებს არ დაემორჩილა და ღამეებს საკუთარ ავტომობილში ათევდა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, 50 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან გაუარესდა.
ამჟამად საქართველოს მოქალაქის ცხედარი ექსპეტიზის ბიუროშია მოთავსებული და ექსპერტიზა უტარდება. 50 წლის ქართველის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში ერთ-ერთი ფრანგული გამოცემის, “France Bleu”-ს საშუალებით, დღეს გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები