ზაზა ნანობაშვილი და სასულიერო პირები ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნებას ითხოვენ

ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების ხელმომწერთა ინიციატორი ზაზა ნანობაშვილი და სასულიერო პირები საქართველოს ხელოვნების მუზეუმში არსებული ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნებას ითხოვენ.

შესაბამისი განცხადება „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ანჩისხატის ეკლესიაში დაბრუნების ხელმომწერთა ინიციატორმა ზაზა ნანობაშვილმა, მამა გაბრიელ ჩადუნელმა და  მამა ანდრია სხილაძემ  გააკეთეს.

როგორც  მათ  განაცხადეს, საკითხი ძალიან ადვილად შეიძლებოდა მოგვარებულიყო, თუმცა რიგი მიზეზების გამო მათი მოთხოვნა 18 წელია კვლავ მოთხოვნად რჩება.

როგორც ნანობაშვილმა განაცხადა, ამ პერიოდის მანძილზე ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით უამრავი ხელმოწერა შეგროვდა.

„ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის ეკლესიის წიაღში დაბრუნებასთან დაკავშირებით პროცესი ძალიან დიდი ხანია რაც მიმდინარეობს, მაშინ, როცა ამ საკითხის მოგვარება ძალიან მოკლე დროში შეიძლებოდა, უამრავი წერილი გვაქვს საპატრიარქოში შეტანილი, არაერთი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული, 18 წელია ხალხი დგას და ითხოვს ხატის დაბრუნებას, სამწუხაროა, რომ მასმედიის მხრიდან ამ ყველაფერს სათანადო ყურადღება არ მოჰყოლია. სხვათაშორის  ყოფილი ხელისუფლება პატრიარქის მოთხოვნას ხატის დაბრუნების თაობაზე მუდმივად ასხვაფერებდა, დღეს ვითარება ისევ სავალალოა. კულტურის სამინისტრომ მოგვაწოდა წერილის ფორმები და გვეუბნებიან, რომ წერილები გააგზავნეს საპატრიარქოში რათა საკითხზე შეჯერება მომხდარიყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა  საპატრიარქოსგან პასუხი არ მიუღიათ“, – განაცხადა ზაზა  ნანობაშვილმა.

ნანობაშვილი აცხადებს, რომ  მას კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდა საპატრიარქოსთან.

„ჩვენ დაახლოებით ათჯერ დავრეკეთ საპატრიარქოს სამდივნოში,   პასუხი მუდმივად ასეთია, რომ   შეიტანენ პატრიარქთან ამ განცხადებას, მერე  რომ ვურეკავთ იმავეს ამბობენ და ასე გრძელდება“, -აღნიშნა ზაზა ნანობაშვილმა.

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა,  დეკანოზ გაბრიელ ჩადუნელმა  აღნიშნა, რომ ცალსახად იმის თქმა თუ ვის არ სურს ხატის ეკლესიის წიაღში დაბრუნება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„გარკვეული პერიოდია ჩართული ვარ ამ პროცესში, ცალსახად იმის თქმა, რომ კონკრეტული პიროვნება ბლოკავს ამ საკითხის მოგვარება ესე ვერ ვიტყვით ამ ეტაპზე, თუმცა ფაქტია, რომ საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება და სწორედ ეს გვაძლევს იმის საბაბს, რომ გამოვიდეთ და ჩვენი სათქმელი ვთქვათ“, -აღნიშნა დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები